სოფია საკუთარ რეპერტუარზე მუშაობს
2020-04-10მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და არამარტო საქართველოს მოსახლეობა, საგანგებო ვითარებისა და კარანტინის გამო გაჩერებულია, სოფია არ ჩერდება და მუშაობას საკუთარ რეპერტუარზე.
ამ ეტაპზე უკვე გადაწყვეტილი და შეთანხმებულია რამდენიმე სიმღერის სტილი და კონცეფცია, რომლებიც არანჟირების პროცესშია. ასევე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ორ სიმღერაზე, რომლებსაც სოფია ცნობილ თურქ მომღერლებთან ერთად შეასრულებს.
ეს და სხვა ახალი სიმღერები შევა სოფიას პირველ ალბომში, რომლის დასრულებაც 2020 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.