სოფია სააკაშვილი
დაიბადა საქართველოში, ქ.თბილისში 1995 წლის 23 მარტს.
მიღებული აქვს მუსიკალუირი განათლება ფორტეპიანოს კლასი.
2006 წელს - 11 წლის ასაკში პირველად მიიღო მონაწილეობა მუსიკალურ პროექტში საქართველოს „ტვ1“ -ზე სადაც მიენიჯა პირველი პრემია.
2014 წელს მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ პროექტში „X ფაქტორი“. პროექტში გახდა ფინალისტი.
2015 წელს საქართველოს სახელით მონაწილებდა საერთაშორისო კონკურსში ბელორუსიაში "Slavianski Bazaar in Vitebsk" სადაც 21 ქვეყნის მონაწილეთა შორის დაიკავა მე-3 ადგილი.
2019 წელს დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში,
2014 წლიდან დღემდე აგრძელებს თურქული ენის შესწავლას „იუნუს ემრეს ინსტიტუტიში“ ("Yunus Emre Enstitüsü")
2017 წელს იუნუს ემრეს ინსტიტუტმა ("Yunus Emre Enstitüsü") გაამგზავრა საზაფხულო სკოლაში "Afyon Karahisar Üniversitesi" სადაც სოფიამ გააუბჯობესა თურქული ენა, მიეცა საშუალება გაეღრმავებინა თურქული კულტურისა და ტრადიციების შესახებ ცოდნა.
სოფიას ასევე მიღებული აქვს მონაწილეობა თურქული ხელოვნების გამოფენებში სადაც წარმოდგენილი იყო მისი „ებრუს“ ნახატები.
ბევრ სხვა გატაცებასთან ერთად სოფია მშობლიურ ქართულ ენასთან ერთად ფლობს თურქულ, ინგლისურს, რუსულს და ჩინურ ენებს.
თურქეთის ხმის 10 წლიან ისტორიაში, სოფია პირველი ქართველი მომღეალია, რომელიც თურქეთის ხმის 2019-2020 წლის სეზონის ნახევარ ფინალისტი გახდა.